01:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-13 11:33:22, 683 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აშშ-ს თავის საზღვაო ტერიტორიაზე, სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში ადანაშაულებს

12 თებერვალს, კურილის კუნძულების რაიონში, აშშ-ს საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი შენიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.

ამერიკის შეერთებული შტატები ბრალდებას უარყოფს. პენტაგონის წარმომადგენლის, კაპიტანი კაილ რაისის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტა სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები საერთაშორისო წყლებში, უსაფრთხოდ მოქმედებს.

აშშ-ს მხრიდან, ტერიტორიების დარღვევის გარეშე, სხვა ქვეყნების სამხედრო წვერთნებზე დაკვირვება ჩვეული პრაქტიკაა. ამ დროისთვის, კურილის კუნძულებთან, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics