14:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 13:17:46, 687 ნახვა

საზოგადოება
თბილისში რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეძებენ

მესამე დღეა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ალექს ლოიჯის ეძებენ. ის ახლობლებთან ბოლოს კონტაქტზე 6 თებერვალს გავიდა. 

მამაკაცი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. რის შემდეგაც ამერიკელის კვალი იკარგება. 

მეგობრების განცადებით, რამდენიმე დღეა მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასაც ვერ ახერხებენ.

სასტუმროში ამბობენ, რომ ამერიკელი სტუმარი მათთან 3 თებერვალს დაბინავდა და 7 თებერვლამდე ცხოვრობდა.

"სასტუმროში მოვიდა 3 თებერვალს. 3-დან 7 თებერვლამდე სულ ნომერში იყო, არ გამოდიოდა. 7-ში ადმინისტრატორმა დამირეკა, რომ სტუმარი გარეთ წევს, ვერ ვაღვიძებთ, რომ შიგნით შემოვიდესო. მე დავავალე, რომ პატრული გამოეძახებინათ. საპატრულომაც რომ ვერ გამოაფხიზლა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მათაც რომ ვერაფერი გააკეთეს, წაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში გამოაფხიზლეს. მეორე დღეს მოვიდა, თავისი ნივთები გავატანეთ და გავუშვით". - ამბობს ფორმულასთან სატელეფონო საუბარში სასტუმროს მეპატრონე, სადაც ალექს ლოიოჯი რჩებოდა.
 
"ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დამატებით დეტალებს არკვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics