14:39 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 12:04:17, 942 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ იწყება

„საქართველოს ბანკი“ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.  12 თებერვალს, არტარეას გალერეაში (მის: დოდო აბაშიძის 10), „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, POSTRED-ის პროექტი „ექო“ დაიწყება და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„ექო“ აუდიო-ვიზუალური ინსტალაციაა, რომელიც ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. ეს არის ერთგვარი ინტერაქციული მოგზაურობა, რომელიც ჯერ არარსებულ ნაწარმოებში, პერსონაჟად გვამოგზაურებს.

 „ექო“ ოთახია, სადაც შესულ ადამიანს მხოლოდ სარკეებად ქცეული კედლები და მოციმციმე გამოსახულება დახვდება. მოგზაურს თან მხოლოდ პლანშეტი აქვს, რომლის ეკრანზეც ნელ-ნელა კითხვები ისახება. ყოველ კითხვაზე გაცემულ პასუხს, ოთახში გაფანტული შესაბამისი ხმები და გამოსახულება მოჰყვება. დაახლოებით ხუთწუთიანი ციფრული თავგადასავლის შემდეგ კი, ოთახიდან ინსპირაციით მოცული და შემოქმედებითად დამუხტული ადამიანი გამოდის.

„ექო“ ელის ნებისმიერს, ვისაც წარმოსახვის გავარჯიშება ან, უბრალოდ, რამდენიმე წუთის ფანტასტიკურ სამყაროში გატარება სურს.

„ექოს“ ოთახი ღიაა ყოველდღე: სამუშაო დღეებში 16-დან 22 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 13-დან 22 საათამდე. კოვიდუსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ, წინასწარ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე projectecho.ge ან პირდაპირ ესტუმროთ არტარეას გალერეას.

POSTRED-ი პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც ადგილობრივი კინოსტუდიების გარდა, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კინო და ტელეკომპანიებთან (მათ შორის, Netflix, HBO, A24, Amazon Prime და სხვა).  

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics