2022-02-10 17:17:29, 1182 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ურთიერთობა არასწორი გზით ვითარდება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ ვოლენსის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა ადგილობრივ მოსახლეობას ქვეყნის დატოვებისა და ევროპულ სახელმწიფოებში გადასახლებისკენ უბიძგებს.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა „არასწორი გზით“ ვითარდება.
ბრიტანელმა მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ თუკი კრემლი უკრაინაში შეჭრას ბელარუსთან ერთად ეცდება, ეს აღნიშნული ორივე მხარისთვის „წაგებული სცენარი“ იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,