01:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 14:58:16, 815 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. დაკავებული ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაკომპლექტებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.

პოლიციამ ბოროტმოქმედი მაშინ დააკავა, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილის დაწვას გეგმავდა.

საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა რომ დაკავებული ასევე მონაწილეობდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეების დაშინებაში. 

უკრაინის სპეცსამსახურებმა ასევე გამოავლინეს, რომ დაკავებული დაკავშირებულია უცხოქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მიტინგების ორგანიზატორებთან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებოდნენ.

SBU-ს გამომძიებლების მიერ დაწყებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში,  საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 258 მუხლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics