15:24 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 15:09:14, 1101 ნახვა

საზოგადოება
როგორ მოქმედებს ხმაური პაციენტებზე და ექიმებზე?

ბგერებსა და აკუსტიკაზე ნერვული სისტემა ყოველთვის რეაგირებს -  ან დადებითად ან უარყოფითად. შესაბამისად, სასიამოვნო მელოდიას შეუძლია ადამიანი დააწყნაროს და მოადუნოს, ხოლო გაურკვეველ ქაოსს კი ააღელვოს და შინაგანი შფოთვა გამოიწვიოს. მედიცინა ერთ-ერთი სექტორია, სადაც წყნარი და მშვიდი გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია. დღეს-დღეობით ექიმები, პაციენტები და სრულიად სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან - მიიღონ ან გაუწიონ მომსახურება საკმაოდ დაძაბულ და ქაოტურ გარემოში.

საქართველოში საკმაოდ იშვიათია ხმის იზოლაცია სამედიცინო დაწესებულებში, სადაც ფეხის შედგმის მომენტიდან იგრძნობა ქაოსი, ხმაური და დაძაბულობა, ეს ყველაფერი კი აკუსტიკური სისტემების დარღვევის შედეგად ხდება. შესაბამისად, ადამიანის განწყობაზე ეს ხმაური უარყოფითად მოქმედებს და იწვევს აღგზნებას. რა თქმა უნდა, ხმაურიან და ექოებიან გარემოში რადიკალურად უარესდება პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის განწყობა, მათ შორის კომუნიკაცია, საერთო ჯამში, სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი. ამ დროს, მკაფიოდ იზრდება ექიმის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა და მომხმარებლის უკმაყოფილების დონე.

ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია სამედიცინო სფეროს კონკრეტულ სექტორებში, მაგალითად:

  • გეგმიური/გადაუდებელი ჰოსპიტალური სექტორი - სივრცეებს შორის ხმის იზოლაციის არარსებობა და ექოები ზრდის სამედიცინო აპარატურის იმპულსური ხმების გავრცელებას. ამას ემატება პროცესებიდან გამომდინარე ბუნებრივად დაძაბული გარემო, რაც საერთო ჯამში ქმნის არაჯანსაღ, ქაოტურ და დისკომფორტულ გარემოს. ინტენსიურ ზონასა და საოპერაციო ბლოკში ხმაურიანი და ექოებიანი გარემო ზრდის ექიმის დაძაბულობის დონეს და შესაბამისად სამედიცინო შეცდომების დაშვების რისკს.
  • პედიატრიული სექტორი - ექიმის დისკომფორტის გარდა, თავად პატარა პაციენტები დიდ სტრესს იღებენ, რადგან ხმაურიან გარემოში ბავშვის აღელვება უფრო მარტივად ხდება.
  • სამშობიარო - ერთ-ერთი ადგილია, სადაც ექიმისთვის, პაციენტისა და ახალ-შობილისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთებული კომფორტის შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ახალშობილი პირველად ხვდება გარე სამყაროში და მისთვის პირველი გამოცდილება წყნარი, მშვიდი და რაც შეიძლება ნაკლებას სტრესული უნდა იყოს. სამწუხაროდ, რეალობა რადიკალურად დისკომფორტული და სტრესულია, როგორც დედის და ბავშვისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.
  • ტრავმატოლოგია - ადგილი, სადაც პაციენტები კლინიკას მიმართავენ გადაუდებელი სიმპტომებით და მძაფრი ტკივილით. როგორც წესი, მსგავსი ჩივილებით კლინიკაში ერთდროულად არაერთი პაციენტი იმყოფება, ხოლო მათი ტკივილით გამოწვეული წუხილი გადამდები ხდება ქაოტურ და ექოებიან გარემოში. საერთო ფონი კი უარყოფითად მოქმედებს სამედიცინო პერსონალზე და მომსახურების ხარისხზე.
  • სტომატოლოგია - დღეს-დღეობით საქართველოში ხშირია სტომატოლოგიური კაბინეტები, სადაც ოთახები ერთმანეთისგან მხოლოდ შირმით არის გამოყოფილი. ამ დროს, დაძაბულია პაციენტიც და ექიმიც, რადგან მომიჯნავე სივრციდან შემოსულმა სხვა პაციენტის ტკივილით გამოწვეულმა შეძახილმა, შესაძლებელია გამოიწვიოს მეორე პაციენტის სტრესის ფონის მომატება, ტკივილის გაძლიერება და ექიმის მიერ უნებლიე შეცდომის დაშვებაც.

რომ შევაჯამოთ, სამედიცინო დაწესებულებებში ხმის იზოლაციის და აკუსტიკის პრობლემა ამცირებს პაციენტის გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის ხარისხსა და დროს, ზრდის ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების სტატისტიკას, ქმნის სტრესულ გარემოს და უარყოფითად მოქმედებს საერთო სამედიცინო გარემოზე. გარდა ამისა, აკუსტიკურად გაუმართავი გარემო უარყოფითად აისახება კლინიკის იმიჯზე და მომხმარებლის კმაყოფილების დონეზე. შესაძლებელია ითქვას, რომ სამედიცინო სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - ხმის იზოლაციაა.

პრობლემის სწორად იდენტიფიცირების შემდეგ, უკვე შესაძლებელია გადაჭრის გზების მოძიება. საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე კლინიკა (გაგუას სამშობიარო ცენტრი, Mega Lab-ის ლაბორატორია და სხვა), რომლებმაც შეძლეს და ხმის იზოლაციის საკითხი გადაჭრეს. მათ რეკომენდაცია გაუწიეს კომპანია Akustiko-ს, რომელიც საქართველოში ხმის იზოლაციის ინოვაციურ სისტემებს აქტიურად ნერგავს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურეობის სრულ სერვისს, ხმაურის აზომვითი სამუშაოებიდან - შესაბამისი ტექნოლოგიების მონტაჟის ჩათვლით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics