09:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 10:50:45, 972 ნახვა

საზოგადოება
„სემეკმა“, აბონენტებზე დარიცხული დავალიანებების საკითხზე, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. 

კომისიის წარმომადგენლის თქმით, თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს  კომისიას გადაეცემა და შესაბამისი კანონმდებლობით დააჯარიმებს ან სანქციას დაუწესებს ენერგოკომპანიებს.

„თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც კომისიამ განაცხადა, ასევე, იმსჯელებს იმ მოქალაქეების ქვითრების გასწორებაზე, რომელთაც შეეხებათ შესწორების ვალდებულება. კონკრეტული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ასეთი შეფასება იქნება შემოწმების ჯგუფის მიერ, კომისია იმსჯელებს, მათ შორის, ქვითრების შესწორების შესახებაც“, - განაცხადა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად გაჩეჩილაძემ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს. ჯგუფი შეამოწმებს კომპანიების მიერ 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობას გულისხმობს.

„თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics