|
2022-02-06 15:16:51, 579 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება
ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაატარა, საიდანაც თურქეთმა 8,5 მილაირდი კუბური მეტრი მიიღო, ხოლო იტალიამ კი თითქმის 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ლიდერის განცხადებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ასევე მიწოდება საქართველოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტების მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პირდაპირი მონაწილეობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების - თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს. ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ”, - აღნიშნა ალიევმა. რაც შეეხება, უკრაინის კრიზისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ აპირებენ ერთობლივად მოიძიონ დამატებითი წყაროების ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)