2022-02-03 21:08:18, 653 ნახვა
საზოგადოება
მამის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა - მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული
კაცი, რომელსაც 30 იანვარს, 82 წლის მამამ ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეანიმაციაში 4 დღის გატარების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
47 წლის გიორგი მეგრელიშვილი, კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის შსს-მ გარდაცვლილის მამა დააკავა. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,