|
2022-02-03 13:34:17, 859 ნახვა
მსოფლიო
აშშ - ვადასტურებთ, რომ El País-მა მართლაც გამოაქვეყნა რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ისა და ნატოს ავთენტური პასუხები
სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურეს, რომ ესპანეთის გამოცემა El País-მა ოთხშაბათს მართლაც გამოაქვეყნა რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ისა და ნატოს ნამდვილი პასუხების ასლები. უცნობია თუ როგორ მოხვდა ესპანეთის პრესაში კონფიდენციალური დოკუმენტები, რომლებზეც ამერიკის მხარემ მოსკოვს სთხოვა, რომ არ გამოექვეყნებინა. რუსეთმა 2021 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. El País-ში გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, აშშ და ნატო კვლავ ადასტურებენ, რომ "ღია კარის" პოლიტიკას ემხრობიან - ანუ მზად არ არიან რუსეთს დაუკმაყოფილონ მოთხოვნა, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით. აშშ ალიანსის ძალების მოცულობას მიიჩნევს რუსეთის ძალების პროპორციულად და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არ განათავსებს მოსკოვის შეშფოთების გამომწვევ, დამრტყმელ ჯგუფებს და ბირთვულ შეიარაღებას, ხოლო ალიანსის ძალების გაძლიერებას ვაშინგტონი უკავშირებს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. დასავლეთი ასევე უგულებელყოფს მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება დაუბრუნდეს 1997 წლის ნიშნულს. ამის შესახებ დოკუმენტში საუბარიც არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო მოქმედებებისგან უარის თქმის მოთხოვნის პასუხად, ნატო ითხოვს "უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ და ნატო მზად არიან გააგრძელონ რუსეთთან დიალოგი უსაფრთხოებაზე, თუმცა ამის მთავარ პირობად ასახელებენ უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. ნატო და აშშ მზად არიან განიხილონ ევროპაში სამხედრო წვრთნების საკითხი. აშშ და ნატო რუსეთს სთავაზობენ დიალოგის გამართვას იარაღის კონტროლის ზომებზე ინციდენტების პრევენციის მიზნით, იმის სანაცვლოდ, რომ ვითარება დეესკალაციას დაექვემდებარება. ცნობისთვის დოკუმენტები გასულ კვირას გადაეცა რუსეთს. მოსკოვისგან ჯერჯერობით არ ყოფილა ოფიციალური პასუხი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა აშშ-თი და მისი მოკავშირეებით.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)