16:50 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 11:47:14, 522 ნახვა

საზოგადოება
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება.  კონვენცია,  ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.

უწყების ცნობით, წელს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღის თემაა: „ჭარბტენიანი ტერიტორიების ზემოქმედება საზოგადოებასა და ბუნებაზე“.

"ჭარბტენიანი ტერიტორიები უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების განახლებას, საკვები ნივთიერებების ტრანსფორმაციას, ეროზიის კონტროლს, ნალექების სტაბილიზაციას, გადაშენების პირას მყოფი სახეობების მრავალფეროვნებას.

1997 წლიდან, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, 2020 წელს კი რამსარ-საიტების სიას ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შემავალი მადათაფის და ბოღდაშენის ტბები დაემატა.
2021 წელს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთის ეროვნული პარკი,  ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, აღიარებულია UNESCO - მსოფლიო ბუნებრვი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უბნებად. მსოფლიო მასშტაბით ეს სტატუსი მხოლოდ 213 ტერიტორიას აქვს მინიჭებული მათ შორის - ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს. აღნიშნული სტატუსის მინიჭებით საქართველოს უნიკალური ბუნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა." - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics