07:55 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 10:04:17, 638 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი - როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სანქციები მაშინვე ძალაში შევა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მზად აქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. - ამის შესახებ მან უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინელ ხალხს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, გადამწყვეტია, რომ რუსეთმა აირჩიოს დიპლომატია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც კი რუსეთი შემოიჭრება უკრაინაში, სანქციები მაშინვე შევა ძალაში. სანქციები მზად არის. იმედი მაქვს, პუტინი უკან დაიხევს და აირჩევს დიპლომატიის გზას“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისვე გენაცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

„​რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით“, -  განაცხადა ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics