17:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 12:49:36, 612 ნახვა

საზოგადოება
კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, აცხადებს კულტურის მინისტრმა თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულად გაათავისუფლა.

"რეორგანიზაციას მოყვა არაერთი კადრის გათავისუფლება, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებდნენ ახალ პოლიტიკასთან დავაკშირებით კულტურის სფეროში. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მინიტრმა პროფესიონალი კადრები ჩამოაშორა უწყებებს, " - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი  თათია ჭუბაბრია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით,  სასამართლოში გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ISFED დაიცავენ. 

"კულტურის მინისტრი რეპრესიული მექანიზმებით არ კმაყოფილდება და უფრო მეტ მუქარაზე გადავიდა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი არ არის ახალი და ვხედავთ სცენარს, რომელსაც იუსტიციის სამინისტროში ვხედავდით. სახელმწიფო ბოროტად იყენებს რეპრესიულ მექანიზმებს. მზად ვართ პროცესებს ბოლომდე მივადევოთ თავლი." - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics