|
2022-01-30 17:05:18, 1153 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებს ალიანსი და ეუთო, არ გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე
„დაჟინებით ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებენ ალიანსისა და ეუთო-ს წევრი ქვეყნები ვალდებულების შესრულებას - არ გაამყარონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსისა და ეუთო-ს წევრი ქვეყნები ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დადებულ პირობას, არ ასრულებენ და სხვების უსაფრთხოების ხარჯზე ქვეყნების მიღებას აგრძელებენ. „დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩვენ კოლეგებს ალიანსისა და ეუთო-ს ქვეყნებში ვუგზავნით მოთხოვნას, რომლითაც დაჟინებით ვითხოვთ განმარტებას, როგორ აპირებენ ისინი ვალდებულების შესრულებას, არ გაამყარონ საკუთარი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე. თუკი არ აპირებენ, აგვიხსნან რატომ. ყოველ ჯერზე გამოდის, რომ ხაზი, რომლის დაცვაც მათ ევალებათ, სულ უფრო მეტად მიიწევს აღმოსავლეთისკენ. ახლა ის სულ უფრო მოუახლოვდა უკრაინას. სურთ, ეს ქვეყანაც იქ შეიყვანონ. თუმცა კი, ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინა არ არის მზად და ნატოს უსაფრთხოების გაძლიერებაში ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შეიძლება ჩაითვალოს თავდაცვითად, თუ გავითვალისწინებთ მის ოპერაციებს იუგოსლავიაში, ლიბიასა და ავღანეთში. როდესაც ცივი ომი მიმდინარეობდა და ბერლინის კედელი არსებობდა, ცხადი იყო, რა ტერიტორია უნდა დაეცვა, კედელი დაინგრა, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ მარადიული მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე – ისინი კი ისევ აგრძელებენ ქვეყნების მიღებას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)