|
2022-01-28 17:54:57, 811 ნახვა
საზოგადოება
კასპის მერია - საკრებულოს თავმჯდომარის განათლებასთან დაკავშირებით ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაცია გავრცელდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს თავმჯდომარის შოთა ბეგლარაშვილის მიმართ გავრცელებულ ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს. განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის მიმართ დღეს გავრცელებულ ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც უკვე ხელმოცარული პოლიტიკოსია ცდილობს გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და ადამიანებს მორალური ზიანი მიაყენოს. კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა რომელიც აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს ცილი დასწამა, თითქოს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლება და მისი დიპლომი არის ყალბი, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბეგლარიშვილი სწავლობდა 1992-1997 წლებში არ ფლობდა ლიცენზიას და მეტიც ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა. ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება კი პარტიულმა ტელეკომპანია“პირველმა“ უზრუნველყო. 1992-1997 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულება „თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“, (რექტორი პარმენ მარგველაშვილი) არსებობდა და მეტიც მას სახელმწიფოსგან ლიცენზიაც ჰქონდა მინიჭებული, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად განათლების და მეცნიერების სამინისტროში არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტიული მედიასაშუალების და მოქალაქე მანუჩარ მერებაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული ცილისწამება, და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, რადგან თუ ბატონ მერებაშვილს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის განათლებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა , წლების წინ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან ის საკრებულოში ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო და ამ ინფორმაციის გადამოწმება მისი ვალდებულება იყო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)