21:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 15:18:44, 1051 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ სააკაშვილი - ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიამ“, გავიგე, რომ მისი მეუღლე გაუშვეს სამინისტროდან

ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიამ“ და სახალხო დამცველმა, გავიგე, რომ მისი მეუღლე გაუშვეს სამინისტროდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისდამი ადაიანური დამოკიდებულების გამო „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველი ლონდა თოლორაია, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, თანამდებობიდან მოხსნა.

ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას უარს ეუბნებიან მკურნალობაზე იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება და აზროვნებას ვერ შეძლებს. 

„მას შემდეგ, რაც გორში "მკურნალობის" შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა "ვივამედის" ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა.

მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics