09:55 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 12:35:36, 869 ნახვა

საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 39%-ის აზრით, საქართველოში არის დემოკრატია, მოსახლეობის 11%-მა კი, არ იცის. 

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 70% აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, იმავე აზრზე დგას ოპოზიციის მხარდამჭერთა 21%. 

აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics