18:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 13:08:23, 568 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - არ მივცემ საშუალებას კონკრეტულ ტელევიზიებს ფეიქნიუსების საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

კონკრეტულ ტელევიზიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ, რაც არ გამოუვათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ არასწორ ინფორმაციას გამოუეხმაურა, თითქოს მან 3 მილიონის ქონება 69-ათასიან მიწაში გაცვალა.  

„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. ამჯერად, მთელი გადაცემა მიუძღვნეს, რომ თითქოს 700 კვ. მ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა. ჩემი განმარტება სრულყოფილად არ გასულა ეთერში. საქმე კი მარტივადაა: ავლაბარში გაიცა სამშენებლო ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, რაც წარმოადგენს სკვერის ტერიტორიას. ეს არასწორია. რეალურად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა სამხარაულის ბიუროს მიერ. ასევე, ის კონკრეტული მიწის ნაკვეთიც შეფასდა, რაც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. ერთნაირი თანხების შესაბამისად მოხდა ადგილმონაცვლეობა.   

მერის განცხადებით, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების ნებართვის გაცემა დაუშვებელია.

„ზოგადად რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რეკრეაციული სივრცეები გავანადგუროთ. ეს წლების წინ ხდებოდა - ანგრევდნენ სპორტულ მოედნებს, მწვანე სივრცეებს. დღეს მე და ჩემი გუნდი  ასეთ ადგილებს ვუბრუნებთ ქალაქს და ეს მილიონები ჯდება. ამ შემთხვევაში, გაკეთდა ადგილმონაცვლეობა. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ კახა კალაძემ ვინმე დაჩაგრა, ბიზნესი წაართვა, ბიუჯეტიდან ფული მოიპარა და ა.შ.“, - განაცხადა კალა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics