2022-01-24 16:18:37, 789 ნახვა
საზოგადოება
გურჯაანში ნადირობისას, მამაკაცის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას თანასოფლელი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის ტყეში, კაცმა ბრმად გასროლილი ტყვიით თანასოფლელი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
„ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 116-ე მუცლით მიმდინარეობს, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,