|
2022-01-24 13:43:41, 682 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. „ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და უკვე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის ქუჩამდე მოძრაობა გადაკეტილია და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, წყალარინების ქსელი სრულად მოწესრიგდება. გამზირზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო - ჩავარდნილი იყო მონაკვეთები და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გაივლის, ისე დავიწროებულია ტროტუარი და იმდენად ცუდ მდგომარეობაშია. გამზირი სრულად მოწესრიგდება თავისი გარე განათებებით და ტროტუარით. ასევე, განთავსდება საავტობუსე ზოლები და მიწისქვეშა ურნები, სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ეს პირველი მონაკვეთი ოთხ თვეში დასრულდება, შემდეგ კი უკვე გადავალთ სამუშაოების მეორე ნაწილზე. მთლიანობაში გამზირის რეაბილიტაცია რვა თვეში უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შესრულდება. პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, გამოიყოფა საავტობუსე ზოლი და მოეწყობა ველობილიკი. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)