2022-01-22 14:11:38, 878 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა. - ინფორმაციას უკრაინაში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამტკიცებული დახმარების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.
„ ეს დასტურია, რომ შტატებს სურს, გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა რუსული აგრესიის ფონზე“. - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,