|
2022-01-21 14:49:18, 1396 ნახვა
რეგიონი
გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ. მერმა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გააცნო. ზურა უტიაშვილის განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ბაღებში, ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების რისკს შეამცირებს. "ჩვენ ვალდებულები ვართ, პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებისათვის განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი. თუ ბავშვს ოჯახში ერთი აუცრელი წევრი მაინც ეყოლება, მას ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესში ვერ ჩავრთავთ. გარდა ამისა, ჰოსპიტალური სექტორს ამ გზით დატვირთვას ავიცილებთ. გვქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებაც"- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზურა უტიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)