2022-01-21 10:10:58, 761 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში „მცირე შეჭრის“ შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თუ რუსეთის ნებისმიერი ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვრზე ჩაითვლება უკრაინაში შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
„ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, 19 იანვარს ბაიდენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში „მცირე შეჭრას“ განახორციელებს და დასძინა, რომ დასავლეთს მოუწევს მსჯელობა რა ნაბიჯები გადადგას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,