|
2022-01-20 18:15:55, 1028 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ანთაძე - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ 6-ვე მოქალაქე ოჯახში არ დაბრუნდება
სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართლა. 6 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, სხდომაზე ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი 6 მოქალაეის საკითხი განიხილეს. ირაკლი ანთაძე ზუსტ დროს ვერ ასახელებს თუ რა დროში მოხდება დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. "მათ ედავებიან ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონო დაკავებას და ნაროკოტიკული საშუალების კონტრაბანდას. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას ეს საკითხი საგანეგებოდ იქნა დასმული და განმარტებები მოვითოვეთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავაშირებით ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს საფუძველი რომ მის მიმართ რამიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება იყო გამოყენებული და ასეთის ალბათობა გამორიცხეს. ანალოგიურ ინფორმაციას ვიღებდით ცხელი ხაზის მეშვეობითაც. ეს ინფორმაცია არ ზიარდეება მოხდო ჩვენს შორის და ესწრებიან საერთაშორისო პარტნიორები და არებობს ნაკლები ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება შემდგომ ე.წ პროცედურებს თუ რა იგეგმება 6-ვე უკანონო დაკავებული პირის მიმართ პასუხი რაც იქნა მიღებული - ეს ე.წ პროცედურები მიმდინარეობს და ისინი არ არმოჩნდნენ მზად მოეწოდებინათ მეტი კონკრეტიკა. ბრძოლა გაგრძლედება მანამდე, სანამ თითეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა , რადგან არასწორი მოლოდინები არ გაჩნდეს, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება." , - აცხადებს ირაკლი ანთაძე.
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)