|
2022-01-20 13:09:35, 1335 ნახვა
მსოფლიო
„ტიკ ტოკის“ მომხმარებლები წერენ, რომ რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედროები გადაიყვანეს
სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მომხმარებლები საუბრობენ, რომ რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედროები გადაიყვანეს. „ტიკ ტოკზე“ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ვიდეოს ქვეშ, ათასობით კომენტარი გამოჩნდა, სადაც ადასტურებენ, რომ სამხედროები აღმოსავლეთის ოლქიდან უკრაინის საზღვრებში გაგზავნეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია Conflict Intelligence Team-ისა და Radio Liberty-ს ერთობლივ პუბლიკაციაში. წინა პუბლიკაციებში ჯარების გადაცემის შესახებ, CIT-ის ექსპერტებმა არ აღნიშნეს პერსონალის მასობრივი გადაყვანა. სამხედრო ეშელონებში სამგზავრო მანქანების რაოდენობა დაახლოებით შეესაბამებოდა იმ სამხედრო მანქანათა რაოდენობას, რომლებიც საჭირო იყო ტრანსპორტირებული აღჭურვილობის მომსახურებისთვის. ბოლო კვირის განმავლობაში, „ტიკტოკზე“ რამდენიმე ახალმა ვიდეომ მოიპოვა პოპულარობა, მათ შორისაა, ხაბაროვსკში და ებრაულ ავტონომიურ რეგიონში მატარებლის გავლის დროს გადაღებული ვიდეოები. როგორც CIT და „რადიო თავისუფლება“ პუბლიკაციაში აღნიშნავენ, „თითქმის ყოველ წამს“ მომხმარებლები წერენ, რომ მათი ნათესავები ან ნაცნობები გაგზავნეს „მივლინებაში“ ან „ვარჯიშზე“ ბელორუსში, უკრაინაში ან უკრაინის საზღვარზე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)