|
2022-01-20 10:05:05, 1029 ნახვა
მსოფლიო
ვლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს - პანიკის გარეშე! რუსული აგრესიის საფრთხე უკვე მრავალი წელია, არსებობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში და შეინარჩუნონ სიმშვიდე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, თუმცა ამ ბრძოლაში უკრაინა მარტო არ არის და მთელი მსოფლიო მხარს უჭერს. „რაშია სიახლე? ნუთუ ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია? ნუთუ შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ მასშტაბური ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს საფრთხე დიდი ხანია არსებობს. ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის შეგრძნება გქონდეთ. პანიკის გარეშე! თავზარის გარეშე! ვიმედოვნებ, ვირუსების გარეშე. გულწრფელად მჯერა, რომ ომის გარეშე. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)