|
2022-01-18 10:32:12, 749 ნახვა
მსოფლიო
Global News –კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა
უკრაინაში კანადამ სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა, - ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კანადის სპეციალური ოპერაციების პოლკის მცირე კონტინგენტის განლაგება მას შემდეგ ხდება, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას, შეფერხდა და დაახლოებით 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე განლაგებული რჩება. წყაროებმა Global News-ს განუცხადესცრომ ეს გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილია, შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინაში და გამოძებნონ უკრაინის მთავრობის დახმარების გზები. მედიის ცნობით, არც მთავრობა და არც კანადის ძალები ოფიციალურად არ ადასტურებენ სპეცრაზმების უკრაინაში ყოფნას. კანადის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ "კანადის სპეცრაზმი უკრაინელ კოლეგებს 2020 წლიდან უწევს წვრთნას" ,თუმცა ინფორმაციას ვერ დაადასტურებს. ცნობისთვის, დიპლომატიური მოლაპარაკებები აშშ-ს ევროპელ მოკავშირეებსა და რუსეთს შორის გასულ კვირას დასრულდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მოლაპარაკებებს "ჩიხი" უწოდა. რუსეთმა მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინას არ მიეცემა ნატოს ალიანსში გაწევრიანების უფლება - , რომელიც აშშ-ს და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)