10:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 17:44:22, 875 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი ქარი, თოვა, ნისლი და ქარბუქი - 19-20 იანვარს საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

19-20 იანვარს საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვანად დაიკლებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან  ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics