22:31 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 17:18:42, 1541 ნახვა

რეგიონი
სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით აჭარის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება, – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად COVID 19-ის სოფლად ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, მოქალაქეებს, სოფლის ექიმებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამასთანავე, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი. მოქალაქეებს გააცნეს ვაქცინაციის წახალისების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი - 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის ერთჯერადად 200 ლარიანი წახალისების ღონისძიება. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე, გაეცნობოდნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც.

,,შეხვედრის ძირითადი თემა იყო ვაქცინაციის მნიშვნელობა, აგრეთვე გავაცანით ინფორმაცია მატერიალური წახალისების შესახებ, რამაც გაზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება ყოველდღიურად შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, ასევე სამიზნე პოპულაციის მოცვის მაჩვენებლი ვაქცინაციით არის 85 %, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და მივმართავთ მოქალაქეებს გამოხატონ უფრო მეტი ინტერესი და მიმართონ ამცრელ კაბინეტებს“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

როგორც ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ აღნიშნა ,,მერის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები მოსახლეობის ინფორმირებაში და უშუალოდ, სოფლად კოვიდვაქცინაციის გააქტიურების პროცესში. პროცესი გრძელდება და მაქსიმალურად მიეწოდებათ როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე წარმომადგენლების მიერ ვაქცინაციის სარგებლობის, ბუსტერდოზის აუცილებლობის შესახებ, რათა დაცული იყოს თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

დღემდე აჭარაში ჩატარებულია 304 313-ზე მეტი ვაქცინა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 85.6 %.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics