|
2022-01-14 13:21:35, 1417 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი – რუსები ნატო–სგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო კი არა, რუსეთი შეიჭრა უკრაინა–საქართველოში
"რუსები ნატოსგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში - რუსეთი შეიჭრა" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ში თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა. "ყველაზე დიდი ბედის ირონია ამ ყველაფერში ის არის, რომ პუტინის ქმედებებმა ბოლო წლებში მხოლოდ დააჩქარა ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც მას თავად სურდა, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 25% უჭედა მხარს ნატოში გაწევრიანებას, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-მდეა გაზრდილი. ნატო-ც იძულებული გახდა უფრო მეტი ძალები განეთავსებინა რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რაც რუსეთს, როგორც პუტინი ამბობს, არ სურს. ნატო-ში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო. ასე რომ, ყველაფერი რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომლითაც მას, მისივე თქმით, სიარული სურს. ისინი ნატოსგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში რუსეთი შეიჭრა", - თქვა ბლინკენმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)