|
2022-01-14 10:15:09, 1361 ნახვა
მსოფლიო
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა
გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაურემა თქვა. ადმირალის განცხადებით, ნატო-ს მხარდაჭერით როგორც უკრაინა ისე საქართველო სარგებლობს და მათ გააჩნიათ ყველა ბერკეტი, როგორც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ისე ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად. „უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო შთამბეჭდავი რეფორმების გატარება და საგრძნობლად გააუმჯობესა თავდაცვისუნარიანობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით. უკრაინა და საქართველო ნატოს უპრეცედენტო მხარდაჭერითა და დახმარებით ორივე სარგებლობს. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. ამასთან ჩვენ დავადასტურეთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაურემა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)