|
2022-01-12 15:17:32, 1546 ნახვა
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - რუსეთი უკრაინაში ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, როგორც ეს გააკეთა საქართველოში
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ განცხადებებს არ აკეთებს, არამედ სამხედრო ზეწოლას ახდენს უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, თუ მისი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. როგორც ჟოზეფ ბორელი მის ბლოგში წერს, არსებობს სამი პრინციპი, რომელიც რუსეთმა ადრე მიიღო და რომელიც ახლა ეჭვის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთი ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა, რასაც რუსეთი არღვევს როგორც უკრაინაში, ისევე საქართველოში. „ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა მივიდეთ ევროკავშირის ერთიან პოზიციამდე და უნდა დავამტკიცოთ ჩვენი როლი, გავამყაროთ იგი კონკრეტული სამოქმედო ბილიკებით, ანუ არა მხოლოდ იმაზე, თუ რას ვფიქრობთ ან გვინდა, არამედ იმაზე, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. არსებობს სამი პრინციპი, რომელიც რუსეთმა ადრე მიიღო და რომელსაც ახლა ეჭვქვეშ აყენებს. პირველი არის თითოეული სახელმწიფოს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ან მიეკუთვნოს საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ ფუნდამენტური პრინციპის გამოწვევით მოსკოვი მოქმედებს როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის თვალში, ეს აკრძალვა ეხება არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი ან ფინეთი. მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში. ამავდროულად, ამას თან ახლავს მზარდი სამხედრო ზეწოლა უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, თუ მისი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, რუსეთს სურს წარმოაჩინოს ევროკავშირი, როგორც არარელევანტური და უბიძგოს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სტრატეგიული გამოყოფისკენ. ის ასევე ცდილობს, რომ ჩვენ მივიღოთ ის, რომ მას აქვს გადამწყვეტი გავლენა უკრაინასა და ბელორუსიაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ცენტრალურ აზიაზე. სწორედ ის ფაქტი, რომ ცენტრალური აზია რუსეთის უსაფრთხოების მითითებულ პერიმეტრში შედის, შედეგია იმისა, რომ ცენტრალური აზიის არც ერთი სახელმწიფო არ არის ნატოს წევრობის კანდიდატი,“ - წერს ჟოზეფ ბორელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)