|
2022-01-11 17:03:53, 1423 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი - დროა, არსებითად შევთანხმდეთ კონფლიქტის დასრულებაზე
კიევში, ნორმანდიის ფორმატის დიალოგის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა იმ ძალისხმევას, რომელსაც უკრაინის პარტნიორები ნორმანდიის ფორმატში აგრძელებენ. „დროა, არსებითად შევთანხმდეთ კონფლიქტის დასრულებაზე და ჩვენ მზად ვართ საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ოთხი ქვეყნის ლიდერების ახალი სამიტის დროს“, - აღნიშნა უკრაინის მეთაურმა. მხარეებმა აზრები გაცვალეს არსებულ ვითარებაზე და გააგრძელეს შემდგომი ნაბიჯების განხილვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე უკრაინის საზღვრებზე სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. რეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე რჩება მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური გზის ერთგული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ შეხვედრებს ნორმანდიის ფორმატში, რათა შეთანხმდნენ ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების ლიდერების მორიგი სამიტის ორგანიზების მოდალობაზე. „უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია ახორციელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა განაახლონ ეფექტური მუშაობა ნორმანდიის ფორმატში სხვადასხვა დონეზე. ჩვენ ველით, რომ რუსული მხარე მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას და ასევე ხელს შეუწყობს პროგრესს ნორმანდიული ოთხეულის პარიზის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებაში. მორიგი ნორმანდიის ფორმატის სამიტის ჩატარება სამშვიდობო პროცესს სერიოზულ იმპულსს მისცემს“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)