2022-01-10 14:04:12, 1365 ნახვა
საზოგადოება
ველისციხეში 65 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სოფელ ველისციხეში, ალაზნის სარწყავ არხში 65 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში საკუთარი ავტომობილით გადავარდა.
არსებული ინფორმაციითგარდაცვლილი წლების განმავლობაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,