13:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-09 17:21:33, 1307 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად დაწყებული არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა - 103 - იყო ალმათიში, ქვეყნის მთავარ ქალაქში, სადაც დემონსტრანტებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები და ცეცხლი წაუკიდეს. 

ქვეყნის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის თქმით, დაღუპულთაგან სამი არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 4 წლის გოგონა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 1,300 უსაფრთხოების ოფიცერი დაშავდა. ხოლო დაკავებულთა რიცხვი დაახლოებით 5,800 ადამიანს აჭარბებს. 

ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები ახალი წლის პირველივე დღეებიდან იმართება. თავდაპირველად, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს მანქანის საწვავად გამოყენებული თხევადი ნავთობის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან შეასრულონ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – შეამცირონ გაზის ფასი. ამის მიუხედავად, პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიყო. გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მთავრობამ ბეზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღით დააწესა. 

ქვეყნის მასშტაბით, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. პოგრომების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე შტურმი, რა დროსაც, ათობით ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics