|
2022-01-07 10:19:10, 628 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი - კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია
ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, კონსტიტუციური წესრიგი ქვეყნის ყველა რაიონში ძირითადად აღდგენილია. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, კონტრტერორისტული მოქმედებები მებრძოლების სრულ განადგურებამდე უნდა გაგრძელდეს. "კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ყველა რეგიონში აღდგენილია. ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა ტერორისტები კვლავ იყენებენ იარაღს და აზიანებენ სახელმწიფო ქონებას ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)