22:30 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 20:30:13, 895 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი დღის განმავლობაში ყველა სეგმენტისთვის გათვლილი საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

„ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია „ბზიკების“ კონცერტი და ილუზიონისტის შოუ მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში კი სანტა კლაუსმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა. ღონისძიების პატარა სტუმრებს ასევე სხვდასახხვა ზღაპრის გმირთან შეხვედრისა და ფოტოს გადაღების საშუალებაც ჰქონდათ.

საღამოს,   ბოლნისელების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფმა„ნიუტონმა“ იზრუნა. ბოლნისში სადღესასწაულო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

,,დღეს ბოლნისი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შობას სადღესასწაულო განწყობით ხვდება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ახალი წლის აღსანიშნავად არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა. მინდა, ეს ხალისიანი განწობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქვთ, მთელი წლის განმავლობაში გაყოლოდეთ და ახალ წელს, თითოეული ჩვენგანისთვის, ბედნიერება მოეტანოს. მსურს, პრემიერ-მინისტრს, ამ საახალწლო ღონისძიებებისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics