11:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-31 15:06:31, 1072 ნახვა

მსოფლიო
360 გრადუსი მსოფლიოს გარშემო - ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა 2021 წელს

 

 

 

 

 

 

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა კაპიტოლიუმში 

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის - აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ამ დღეს ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ვითარების გამწვავებიდან მალევე დაიწყეს სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია.

შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით თავად მოქმედმა პრეზიდენტმაც მიმართა. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა “პატრიოტებად” მოიხსენია.

მოვლენების დროს დაიღუპა ხუთი, ხოლო დაშავდა 61 ადამიანი. 

ბაიდენის ინაუგურაცია და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი

2021 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის არჩევა იყო. შტატებმა ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით დაასახელა.  

პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი არ დასწრებია. აშშ-ის ისტორიაში ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როცა პრეზიდენტი მისი მემკვიდრის ინაუგურაციას არ დაესწრო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად კი, კამალა ჰარისი აირჩიეს. იგი არის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. 

„მართალია, პირველი ქალი ვარ ამ თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, რადგან ყველა პატარა გოგონა, რომელიც დღეს მიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა, – ამის შესახებ კამალა ჰარისმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

თებერვლის დასაწყისში რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 2.5 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. ის კოლონიაში ტერორისტისა და ექსტრემისტის სახელით შეიყვანეს.

ამ გადაწყვეტილებს საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები მოჰყვა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. 

თუმცა, რუსეთს ეს არ შეუჩერებია და ნავალნის წინააღმდეგ სამი ახალი სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო.

დაძაბულობა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე

2021 წლის მარტში რუსეთმა, წვრთნების საბაბით, ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცი გადასხა, ასევე, გადაიტანა სამხედრო ტექნიკა. 

ამან კიევსა და დასავლეთში გააჩინა შიში, რომ კრემლმა შესაძლოა მეზობელ ქვეყანასთან ახალი ომი წამოიწყოს.  

თუმცა, რუსეთი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსული ჯარების გადაადგილება იქ შეუძლია, სადაც უნდა და რომ მისი ნებისმიერი ქმედება თავდაცვითია. 

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს აშშ და ნატო. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". ხოლო ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა უკრაინის თავდაცვას დახმარება გაუზარდოს.

თუმცა, ეს ყველაფერი ოკუპანტ რუსეთს არც აშინებს და არც აჩერებს. 24 აპრილს რუსეთმა ყირიმის სანაპიროები ყველა უცხოური ხომალდისთვის დახურა. 

სწორედ ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე გაიმართა  შეხვედრა რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტს შორის.

თეთრი სახლის თანახმად, 2-საათიან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაადასტურა მისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, გაახმიანა მოწოდება დეესკალაციისა და დიპლომატიურ ჩარჩოში დაბრუნების შესახებ. კრემლის ცნობით, ბაიდენის მხრიდან სანქციებზე საუბრის საპასუხოდ პუტინმა აღნიშნა, რომ “პასუხისმგებლობა არ უნდა გადავიდეს რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად და ჩვენს საზღვრებზე სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად”.

მოსკოვის წითელი ხაზები ნათელია: ის ცალსახად ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მის საზღვრებთან და აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად შესაბამის გარანტიებს ითხოვს.

 ისრაელი - პალესტინის კონფლიქტი

10 მაისს  პალესტინელებსა და ისრაელს შორის სარაკეტო თავდასხმა მოხდა. პალესტინელებმა ისრაელს რაკეტები დაუშინეს, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა. დაპირისპირება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგად ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.​

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა

10 წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. 

შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. შემდეგ კი ორივემ ცალ-ცალკე პრესკონფერენციაზე ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე. 

 „მე ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ, სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს 2014 წელს ჯო ბაიდენის ნათქვამი შეახსენა, იმის შესახებ რომ მან პუტინის თვალებში სული ვერ დაინახა. 

თუმცა, ბაიდენისა და პუტინის ურთიერთობა აქ არ დასრულებულა. რუსეთს პრეზიდენმა აშშ-ს პრეზიედნტთან სატელეფონო საუბარი რამდენჯერმე გამართა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეფექტიანი დიალოგის შესაძლებლობაში.

 ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე

პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული ოლიმპიადა 2021 წელს ტოკიოში მაინც ჩატარდა, თუმცა მაყურებლის გარეშე. 

ოლიმპიური თამაშების გამართვამდე, რამდენიმე თვით ადრე, იაპონიის მთავრობამ ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების შესვლა აკრძალა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ადგილობრივებს მისცა.  თუმცა, მალევე, ტრიბუნების კარი იაპონელთათვისაც ჩაიკეტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე გამართლიყო. 

მართალია, ოლიმპიადა ჩაშლას გადაურჩა, თუმცა იმდენი შეზღუდვით ჩატარდა, რომ ყველაზე წყნარი და მოწყენილი ოლიმპიადა უწოდეს. 

ქაბულის დაცემა - თალიბანმა ავღანეთი დაიკავა

ავღანეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ,  ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. 

მალევე, თალიბანის მეომრებმა ავღანეთის ქალაქებში შესვლა დაიწყეს. 15 აგვისტოს კი, დედაქალაქი ქაბულიც დაიკავეს. ეს ბოლო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც თალიბანი არ აკონტროლებდა. 

მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ქვეყნიდან გაქცევა. ქაბულის ქუჩებს შეიარაღებული თალიბები აკონტროლებდნენ.

თალიბანის სპიკერის თავიდან აცხადებდა, რომ ავღანეთის მართვას იზოლაციითა და მკაცრი წესებით არ აპირებდნენ, თუმცა ქალების მიმართ შეზღუდვები მალევე აღადგინა. 

,,მიგრანტთა კრიზისი“  - ვითარება პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ვითარება 8 ნოემბრიდან გამწვავდა, რა დროსაც პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან 15 000 სამხედრო განალაგა, რათა ხელი შეუშალოს ბელარუსიდან მომავალი უცხოელი მიგრანტების ქვეყანაში შესვლას.

საზღვარზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც მიგრანტებმა პოლონეთის მიერ გავლებული მავთულხლართების დაზიანება და ქვეყანაში შეღწევა დაიწყეს.

ამ დრომდე, პოლონეთი და ბელარუსი ერთმანეთს ადანაშაულებენ მიგრანტების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

16 წლიანი მართველობის დასასრული - ოლაფ შოლცმა ანგელა მერკელი ჩაანაცვლა

ანგელა მარკერის 16 წლიანი მართველობა დასრულდა - გერმანია 2022 წელს ახალი კანცლერით შეხვდება. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ოლაფ შოლცი აირჩია. 

შოლცს პარლამენტის 395-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 306 -მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მის პარტიასთან ერთად, სამთავრობო კოალიციაში არიან "მწვანეთა პარტია" და "თავისუფალი დემოკრატიული პარტია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics