00:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 13:29:24, 857 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადა, გაბრუებულია, ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი,  ძალიან სუსტადა, გაბრუებულია და განცხადების გაკეთება ამ მდგომარეობის გათვალისწინებით არ შეუძლია.

ამასთან ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია, რომ გაკეთდეს იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, შესაბამისად ვერ ვისარგებლებთ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ იქნება განცხადებები. 

არის სუსტად, როგორც იყო ჩამოჰყავთ, 2 ადამიანს იქიდან აქედან და აჰყავთ, ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა რომელიც გვაქვს, რომ ახლა უკვე უნდა შევხვდეთ ხოლმე მას და ის ჩამოსაყვანი და ასაყვანი ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩემი აზრით და მთავარი არის ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი, მე ვნახე ფორმა- 100 დიაგნოზი. 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი და შემიძლია გითხრათ, რომ ორივე არის ყალბი გამოწერილი. დადგენილი ჰოლოპატია არის ამოღებული დიაგნოზიდან ამას ექიმები უკეთ ახსნიან, როგორ არის და რატომ იყო შეუძლებელი ამის დადგენა ფორმა-100.", - თქვა ნიკა გვარამიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics