|
2021-12-29 11:02:29, 886 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში, დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება
საერთაშორისო გამოფენა `ექსპო 2020 დუბაის` ფარგლებში, დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებს შორისაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. ქართულ დელეგაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი, მისი აღმატებულება აჰმედ ბინ ალი ალ საეჰი დახვდა. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ექსპო 2020 დუბაიზე ოფიციალური ცერემონიალით გაიხსნება, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი სიტყვით გამოვა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის" ფოლკლორული ნომრები, ასევე გაეცნონ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში" სუხიშვილებისა და „ბასიანის" გალა-კონცერტი გაიმართება. დღესვე ქართული დელეგაცია მოინახულებს საქართველოს პავილიონს, რომელიც ექსპოს გახსნიდან - ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე ათასმა ვიზიტორმა დაათვალიერა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა რამდენიმე შეხვედრას გამართავს ადგილობრივ კომპანიებთან. „ექსპო 2020 დუბაი" უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით. ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო. ექსპო 2020 დუბაიში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)