|
2021-12-28 10:49:06, 1340 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ პუბლიკაცია - „კომერციული უძრავი ქონება: ნავიგაცია ახალ რეალობაში“ - წარადგინა
"თიბისი კაპიტალმა" კომერციული უძრავი ქონების სექტორის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და რეპორტი წარადგინა. პუბლიკაციის თანახმად, 2021 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, თბილისის სთრით რითეილში საშუალო შეწონილი იჯარა 2019 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლები იყო. "თიბისი კაპიტალის" მოლოდინით, იჯარა და ვაკანტურობა თბილისის სთრით რითეილში პანდემიამდელ დონეს 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის სავაჭრო ცენტრებში სტაბილურ ნიშნულზე დარჩა. 2022 წელს ვაკანტურობის მხოლოდ მცირედით გაზრდა და შემდეგ მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი. გაზრდილი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნა ოფისებზე კიდევ უფრო გაზრდის ვაკანტურობას, რომელიც 2022 და 2023 წელს 25%-ს გადააჭარბებს. 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საშუალო შეწონილი იჯარა თბილისის სავაჭრო ცენტრებში 19%-ით ნაკლები იყო 2019 წლის მაჩვენებელზე. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წელს იჯარა აღდგება. პანდემიამ ქართული სთრით რითეილის ტრანსფორმაცია დააჩქარა. სექტორი თანდათან იჯარის გადახდის ბრუნვაზე მიბმულ მოდელებზე გადადის და საიჯარო ხელშეკრულებების ლარიზაცია იზრდება. მსხვილი საცალო მოვაჭრეების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ქსელის გაფართოებაზე რეგიონებში. ამავდროულად, თბილისის ზოგიერთი ძირითადი სავაჭრო ქუჩა მიმზიდველობას კარგავს მომხმარებლისთვის და, შესაბამისად, ტენანტებისთვისაც. პანდემიას ხანგრძლივი ეფექტი ექნება საოფისე ფართებზე არსებულ მოთხოვნაზე, ვინაიდან დასაქმებულთა სულ უფრო დიდი ნაწილი აგრძელებს მუშაობას დისტანციურად. გაიზარდა მოთხოვნა საერთო სამუშაო სივრცეებზე, რომლებიც ახლა უკვე არამხოლოდ ფრილანსერებსა და სტარტაპებს, არამედ საშუალო და დიდი ზომის კომპანიებსაც იზიდავენ. კომერციული უძრავი ქოების სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)