2021-12-28 10:22:03, 599 ნახვა
ეკონომიკა
26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2.5 მლნ აშშ დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),