19:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 16:49:02, 2250 ნახვა

რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლიური ანგარიში წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. სამინისტრომ  2021 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის სამომავლო გეგმები წარადგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობისთვის.

„ჩვენ დავიწყეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი უწყებების ეფექტურობაზე ზრუნვა და მომავალი წელი გარდამტეხი იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ხვნა-თესვის პროგრამას, რაც არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ფერმერებისთვის, რათა შექმნან ის დოვალთი, რაც მნიშვნელოვანია ამ პოსტპანდემიური პერიოდის გადასალახად. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ციტრუსის სეზონის წარმატებით დასრულება.  მისასალმებელია, რომ საექსპორტო ბაზრების კუთხითაც გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე და ჯამში ეს ღონისძიებები მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ვაქციოთ პროდუქტიულ, თითოეულ მოქალაქეზე და ფერმერზე ორიენტირებულ დარგად" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მიმდინარე წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა  15  წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით.

წელს პირველად სამინისტრომ განახორციელა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 300-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში  უსასყიდლოდ დამუშავებდა 2150 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობი.

ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული  ციტრუსის სუბსიდირება განხორციელდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. სამინისტრომ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის გაძლიერება, რომლის მიზანიც იყო მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის  ბიუჯეტი გაიზარდა გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 154 476 ლარით და შეადგინა 20 055 441 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics