2021-12-24 16:11:38, 893 ნახვა
საზოგადოება
ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბ „ბასიანსა“ და თბილისში არსებულ საკლუბო სივრცეებს ლუქავენ
კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში, კლუბ „ბასიანსა“ და თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ.
„ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს“, - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს კლუბების გახსნის გადაწყვეტილებ არ მიუღია. როგორც საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, მიზეზი კოვიდ19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,