2021-12-23 17:45:55, 1013 ნახვა
საზოგადოება
ნებისმიერი ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების პერიოდი 3 თვემდე შემცირდა
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება.
ამასთან, "სინოფარმითა" და "სინოვაკით", აცრილებს, "ბუსტერის" გაკეთება 3 თვის შემდეგ შეუძლიათ. გადაწყვეტილება ძალაში 27 დეკემბრიდან შევა.
ცნობისთვის, დღემდე, "ფაიზერის" შემთხვევაში, ბუსტერით აცრა ნებადართული იყო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 5-თვიანი ინტერვალით, ხოლო ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკით" აცრილებისთვის დასაშვები იყო 3 თვის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,