|
2021-12-23 11:07:33, 619 ნახვა
საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ ორთოპედიული პროდუქტების შესახებ?
ფიქსატორები, ბალიშები, სუპინატორები,წელის კორსეტები და ქამრები - ორთოპედიული პროდუქტებია. თითოეულ მათგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სხვადასხვა სიტუაციაში ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მაგალითად, ორთოპედიული ფიქსატორები მრავალმხრივი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. მას შეუძლია, ტრავმისგან დაგიცვათ და ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილის იმობილიზაცია და სწორ ანატომიურ მდგომარეობაში დაფიქსირება უზრუნველყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს, ეფექტურია მისი ტარება სხვადასხვა დაავადების დროს, რებილიტაციის პროცესში და პროფილაქტიკის მიზნითაც. ორთოპედიული ბალიშები ორთოპედიულ ბალიშებს მომხმარებლები იყენებენ მგზავრობის, ძილის, მუშაობისა თუ კისრისა და წელის ტკივილის დროს. წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. სუპინატორები სუპინატორები კი ტერფის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მას ძირითადად ბრტყელტერფიანობის, ასევე ტერფის მყესების, კუნთებისა და სახსრების დაზიანების დროს გამოიყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული პროდუქტების შეძენამდე მათი ხარისხი გავითვალისწინოთ, რადგან მაღალი ხარისხი რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს, მკურალობას კი უფრო ეფექტურს ხდის. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ფიქსატორებს სხვადასხვა ტიპის ჩანართი აქვს და დამზადებულია სხვადასხვა ქსოვილისგან,ამიტომაც შეძენისას აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ როგორც დაზიანების ტიპი და ხარისხი, ასევე ზომა და პაციენტის ასაკი. თუ ტერფის რომელიმე დაავადება გაწუხებთ, მაშინ მყარი სუპინატორი შეარჩიეთ, რომ მან თაღის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. პროფილაქტიკის მიზნით კი რეკომენდებულია სილიკონის დრეკადი სუპინატორის გამოყენება, რომელიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს.მისი ტარება სიარულს ან ფიზიკურ აქტივობას უფრო კომფორტულს ხდის. სად შევიძინოთ ორთოპედიული პროდუქტები? “ახალი ხედვა” არის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს ფართო სპექტრის ორთოპედიულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია წარმატებით ახორციელებს პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას, ასევე მუშაობს ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. ის არის Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.”ახალი ხედვა” მომხმარებელში დიდი ნდობით სარგებლობს, რაშიც მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, პროდუქტების მაღალ ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს მიუძღვის წვლილი. კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზიათა ქსელი თბილისის გარდა, გორში,ქუთაისსა და ბათუმში 12 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. პროდუქტების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.akhalikhedva.ge
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)