2021-12-22 18:45:52, 904 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში ქმარმა ორსული ცოლი არასრულწლოვანი დის და 1 წლის შვილის თვალწინ მოკლა
ვარკეთილში ქმარმა 22 წლის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, 5 ჭრილობა ორსულ ცოლს კაცმა თავისი 13 წლის დისა და 1 წლის შვილის თვალწინ მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმავლა სცადა.
როგორც ექსპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი დაკავებულია და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,