|
2021-12-22 18:29:37, 867 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე - 1 თებერვლიდან მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული ინტეგრირება და ამოქმედდება გადახდის სხვადასხვა პაკეტი
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, 7 განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდოს. „1 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ახალი პაკეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი მომხმარებლებს სთავაზობს, 5 იანვრიდან გაიყიდება. მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი 7 განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის ახალ სისტემაში, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, ინტეგრირდება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროავტობუსში და მიკროავტობუსიდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა მოხდება სრულიად უფასოდ. მნიშვნელოვანია ასევე შეღავათიანი და უფასო მგზავრობები, რომელიც გავრცელდება მომხმარებლების არაერთ კატეგორიაზე, როგორიცაა სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სოციალურად დაუცველები და სხვა მრავალი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში - უფასო, ზოგ შემთხვევაში კი - მნიშვნელოვნად შეთავათიანი ტარიფით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში არაერთი რეფორმა განხორციელდა - გადახდის სააბონემენტო სისტემის შემოღებაზე მუნიციპალიტეტი ბოლო ორი წელია აქტიურად ლაპარაკობს, რაზეც მუშაობა დასრულებულია და პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)