2021-12-22 12:15:24, 739 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულში, სავარაუდოდ არმატურის საამქრო ჩამოინგრა – არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში სავარაუდოდ, რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,