|
2021-12-22 10:55:58, 784 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 670 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 670 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ დევნილების მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით „სოფლად სახლის“ პროექტში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. „წინასაახალწლოდ კიდევ 670 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს გადავცემთ. პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა წელს უკვე მეორედ გავზარდეთ და ამ სასიკეთო ცვლილებით აღნიშნული ოჯახები უკვე ისარგებლებენ. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. „შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ. მნიშვნელოვანია რომ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადება, რაც სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფლად სახლი 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)